საექსკურსიო მარშუტის შესარჩევად მუშაობა დაიწყება ექსკურსიამდე 1 თვით ადრე. კლასი იყოფა 3 ჯგუფად, მიეცემათ დავალებები:
დავალება 1. (დავალების შესასრულებლად 10 დღე)თითოეულმა ჯგუფმა გამოკითხოს ჯგუფის წევრები და მათი მშობლები, თუ სად სურთ ექსკურსიის მოწყობა. შეაჯამონ გამოდითხვის შედეგები და წარმოადგინონ დიაგრამებით.
დავალება 2. (დავალების შესასრულებლად 10 დღე) თითოეული ჯგუფის მიერ ყველაზე მეტი ხმით გამოკვეთილი საექსკურსიო მარშუტისთვის ჯგუფებმა აწარმოონ ხარჯთაღრიცხვა (ტრანსპორტის, კვების, სასტუმროს ხარჯი). შედეგები განიხილონ კლასში და შეარჩიონ ერთი ყველაზე ოპტიმალური მართუტი. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს დაეკისრება საშუალო ხარჯი. ხარჯთაღრიცხვის შედეგები გაეცნობა მშობლებს.
ექსკურსიაზე წასვლის წინ კლასი იყოფა 2 ჯგუფად და ეძლევათ დავალება:
ჯგუფი 1. ექსკურსიის მსვლელობისას მოიძიონ სიმეტრიის მაგალითები, გადაიღონ სურათები, ექსკურსიის დასრულების შემდეგ მოამზადონ პრეზენტაცია.
ჯგუფი 2. გაზომონ ექსკურსიაზე დასათვალიერებელი ისტორიული ძეგლების სიმაღლე, ამისათვის აღიჭურვონ საჭირო ინვენტარით. (ექსკურსია 2 დღე)
ექსკურსიის დასრულების შემდეგ თითოეულმა ჯგუფმა წარმოადგინოს პრეზენტაცია, რითაც შთაბეჭდილებას გაუზიარებენ სკოლის სხვა მოსწავლეებს, მიმოიხილავენ ძეგლების მოკლე ისტორიას, აღწერენ მათემატიკაში ნასწავლი თეორიული მასალიდან რომელი საკითხი და როგორ გამოიყენეს ექსკურსიის დაგეგმვიდან განხორციელებამდე. (მასალების შეჯამება, პრეზენტაციის მომზადება, პრეზენტაცია-7 დღე).
|
No comments:
Post a Comment